Litclub.ge

ქარი

ქარი მჭკნარ ფოთლებს
კრეფს ნეკერჩხალზე,
მისი სიწითლით გუბეებს ავსებს.

გავყურებ ზეგნებს
და მცივა ოდნავ
და ნისლში ვეძებ იმ ნაცნობ ოდას.

რაღაც მეშლება,
გზებს ვეღარ ვაგნებ,
თავის მრცხვენია, ჩუმად თავს ვაქნევ.

ნეტავ სადაა
ბილიკი ერთი,
თვალდახუჭულიც რომელს ვაგნებდი?!




1965