Litclub.ge

ს ა მ შ ო ბ ლ ო ს
მაშ ასე, ჩემო სამშობლოვ, 
უნდამოგშორდე, ეს არი
და სხვაგან გადავიხვეწო, 
მარადის შენთვის მკვნესარი! 
მშვიდობით!.. მაგრამ განამე
მარტო ხორცითარგშორდები? 
გონებით, გრძნობითდაფიქრით
ისევ შენთან არვიქნები? 
განათუნდცხრა მთას გადაღმაც
ვერვიგრძნობ შენსატკივილსა; 
ვერგავიგონებ შენს ოხვრას, 
ტირილსდა მოთქმა-ჩივილსა? 
კი, მაგრამ, ჩემო ძვირფასო, 
მეყო, რაც სხვაგან ვიყავი; 
მენატრებდა აწ მაინც
სულშენთან ყოფილვიყავი, 
რომ შენთვის შემომეწირა
მთლადჩემიღონედა ძალა; 
მოყვარემეხარებია
მტრისთვის მესმია სამსალა; 
მაგრამ, ვაი, რომ უბედურს
არშემისრულდა სურვილი!.. 
მშვიდობით... უნდა, კვლავ გულში
ჩავიკლა ჩემი წყურვილი...