ფრთებდაშვებული
თავდახრილი იდგა ტირიფი
და ჩვენს საუბარს
ყურს უგდებდა მშვიდი ოცნებით.
მთვარემ ფოთლებში
გააპარა მზერა ირიბი,
სიოც ისმენდა
შენს პირობას,
აი მოწმენი!
შემდეგ არ მოხველ
და ლოდინმა თანაზიარად
მთვარის, ფოთლების
და ჭაბუკის ფიქრი მოღალა,
ჩემი კი არა,
წყაროს გულიც დააზიანა
და ტირიფები წელში მოხარა.