ინვალიდები ომის თუ დროის
ბაღში ჰყიდიან სტალინის სურათს,
გამარჯვებებით დამარცხებული
დგას წარსულსა და მომავალს შუა.
ჩაწყვეტილი აქვს მზერაში სიმი,
მხედრული ქუდი გვირგვინად ხურავს;
კალათით, როგორც მოხარშულ სიმინდს,
ბაღში ჰყიდიან სტალინის სურათს.
ჩერდება ხალხი სხვადასხვა რჯულის,
გაისმის წყევლა, დიდება, ჭორი;
ის, გამარჯვებით დამარცხებული,
დგას წარსულსა და მომავალს შორის.
1985