Litclub.ge

სევდის შვილები

   ქართველ ებრაელებს


ჯერ იყო...
იყო კი მთელ ოცდაექვსჯერ
ასი წლის მანძილზე.
სევდა დაკარგულ ისრაელის 
ზიდეს, თან ზიდეს.
დღეს კი ძველ დედულ-მამულს
მოსვლის მადლით შემოსილთ,
ეტყობათ სევდა, სევდა
თავის საქართველოსი.
არ ვიცი მე სხვა არაჩვენიანი
ასე ჩვენობდეს,
არ ვიცი ვინმეს სადმე სევდა
ასე შვენოდეს.
ქართველ ებრაელს ბათ-იამში,
ანდა ხოლონში,
ისე ვხვდებოდი, ვით ბათუმში,
ფოთში, ხულოში.
ახალ სიმღერას ქართულს მღერენ
მხოლოდ თბილისში?!
მესმა ისრაელს უფრო ხშირი 
ჰანგი იმისი.
  

                                      ბათ-იამი

 

1997