შენ, მეოცე საუკუნის უკანასკნელ წელიწადს,
გევალება დაუბრუნო გულს იმედი, ფერი ცას,
სიყვარულის სიხარული ჯეელსა თუ ბერიკაცს,
ქართველს _ თავის საქართველო,
თავის ობლის კვერიცა.
ისევ ისე, ძველებურად, გვალოცებდე
ჩვენს ერთ ღმერთს,
რომ მეოცე ვალმოხდილი
შეხვდეს ოცდამეერთეს,
არა ნგრევა, აშენება ამშვენებდეს მშენებელს,
პროლეტარები კი არა,
ქართველები შევერთდეთ!
1999