Litclub.ge

რად გინდა

ისეთი დიდება
ნეტავი რად გინდა,
თუ ფრთები შეგესხა,
ფრთებითვე დაგბინდა,
მწვერვალს შეგამზირა,
ველ-მინდვრებს დაგრიდა,
მითხარი, ასეთი დიდება
რად გინდა!

მტერთან შეგარიგა,
გაგყარა მეგობარს,
გარგუნა იმდენი
ყველას რომ ეყოფა,
წყურვილს თუ ვერ იგრძნობ,
ვერც ცეცხლის კიდებას,
რად გინდა ნეტავი
ასეთი დიდება.

თუკი მეგობარი
უნდოდ გაგცილდება,
თუკი სიყვარულის
კეცი გაცივდება,
თუკი სიახლოვის
ცეცხლი არ გაგათბობს
და მზით ნაფენ გზაზე
ივლი მარტოდმარტო,
რად გინდა
ასეთი დიდება,
რად გინდა?!



1968