მიწა ჩემი არვის შეეცოდა,
აქ ჩვენებურს მათებური ეწოდა,
ისე მოხდა, შვილი მამას ვერ ცნობდა,
რელიგიას რელიგია ებრძოდა.
სად ვიარეთ, სად მოვედით, რანი ვართ?
გვაქვს ცხოვრება, მაგრამ ვცხოვრობთ ღარიბად,
რაც გვებადა, გაიყიდა, დარიგდა,
მარტო წყალი საწყლად წვეთავს ღარიდან.
1999