Litclub.ge

მესხურო

მესხეთო, ჩემო მესხეთო,
შენს სახეს მინდა შევხედო.

ჩვენ ჩვენი ციხე-ტაძრებით
ერთად გვწვეს, ერთად გვეომნენ,
ჩვენ ჭირსა შიგან გაძლებით
ხომ ვიცნობთ ერთიმეორეს.

შენ, ქვაო სულშთაბერილო,
მესხური მზერით გამთბარო,
მესხეთო, შოთას წიგნივით
სავსედ გაშლილო მთა-ბარო.

მესხეთო, ჩემო მესხეთო,
ხევ მსხმოიარევ, მესხურო,
შენი მზე ჩამომეწვეთა,
სიტყვასაც შენგან ვსესხულობ.

ზარი ზარზმული გვეძახდა,
ხომ გახსოვთ, სხალთა-ხიხანო,
ჩვენ მაშინ ერთად ვეწამეთ,
ჩვენ ახლა ერთად ვიხაროთ!
 

1970