ნატყვიარები ამ ძელებზე
იმგვარად არის,
თითქოს კედელი იყოს ლოყა
ნაყვავილარი.
თუ შეგეკითხა პატარა შენი:
_ რა არის, მამა ეს, ამიხსენი, _
ნურაფერს ეტყვი...
ერთხელ ჩემთან შემოიარე, _
ახსოვს დედაჩემს:
ერთ ღამეში თოფი გავარდა...
ის მოგიყვება მგლოვიარე
უცნობ ბალადას.
1958