ისე შორს იყურებიან
სამშობლოს მთები, ქედები,
ისე შორს იყურებიან
ფეხის წვერებზე დგებიან.
მეც დავდგები და მათ ცქერას
შევცქერი დაიმედებით,
დაღამებულიც რომ იყოს,
მთას დავინახავ, _ ვთენდები.
ფეხის წვერებზე ამდგარი
ჩემი მთები და გორები,
ეტყობა, რასაც ხედავენ,
მშვენიერია შორეთი.
1999