თუ ვერ ვამბობდი და თუ ვერ ვწერდი,
მე დღეის დღეში რითი ვერიო?
ღმერთმა ნუ ჰქნას, რომ არ იყოს ღმერთი,
თორემ მტერს მარტო ვით მოვერიო?
ვლოცავდი მუდამ წინაპართ ნალოცს,
სამშობლოს ნაჭერს _ აჭარას, ჯვარცმულს,
ჩვენს საყდრის ნანგრევს, ნამარნევს, კალოს,
კაცს, სიყვარული ჩემი რომ არ სძულს.
1997