Litclub.ge

ზესტაფონი

ზღვიდან, ცისფერ პორტიდან,
ზესტაფონო, მოვდივარ,
ჩემი დიდი სავალის
აქ ხომ შუაგულია?!
გზა მინახავს მრავალი,
მაგრამ ასე ალალი
გზა _ თავგადასავალი,
სად მაქვს მე ამ დუნიას.
მოვდივარ და მომდევენ
ხეები და კორდები,
ხან დარდში, ხან ღიმილში,
ჩემი ბათუმ-თბილისის
გზა აქ მინახევრდება
და უცნაურ თილისმით,
გული ლექსს რომ მიისვრის,
გული არ მიბერდება.

და ძველ ეშხით მორთული
ის, ნაცნობი მოტივი
ისევ განმეორდება:
`ზესტაფონო, გშორდები~,
მაგრამ, როცა გშორდები,
უფრო გიახლოვდები.
ხან ქცეული სირბილად,
ზღვის ბიბინა მინდვრიდან,
ნიავის ნავს მოვდევდი,
ვენდობოდი მიტომაც;
აქ ყოფილა სტრაბონი,
მიტომაც ზე-სტაფონი
შენ დრომ დროისოდენი
სახელად დაგიტოვა.
მახსოვს შენს გრილოებში
ტაბლა-ციცქით დოქებში,
ცხელი, თხელი მჭადები
და კეცის სხვა ჯადონი.
თუკი დავგვიანდები,
გთხოვ, სუფრას რომ გადაშლი,
მაგ შენს ტკეჩის კალათში,
ჩემი კერძიც ჩადევი.
 

 

1997