Litclub.ge

დედამიწას დედასავით...

დედამიწას დედასავით

თავზე ადგეს მშვიდობა,

შორს წაიღე ქარიშხალო,

შენი უამინდობა!

დაე, ქვეყნად ემხობოდეს

სიძულვილის მეფობა,

ჩემი კარი ღია არის, _

ელოდება მეგობარს.

 

1960