Litclub.ge

დაუპატიჟებელი სტუმრები

დედის მოგონება

 

ბნელ დარაბებში შემოდიოდნენ...

არვინ ელოდა და ამის გამო

ხალხი ერთმანეთს მიჩერებოდა

უტყვი, უღიმო და უღიმღამო.

შიშით სიმღერას ვერვინ ბედავდა,

ყველამ იცოდა, რაც მოხდებოდა,

კაცს საიმედო თუ რამ ებადა,

ეკარგებოდა და უკვდებოდა.

ბედო, შევრიგდით ალბათ ჩვენ მაშინ,

გადავივიწყეთ წყენა ყოველი

და მერე ალბათ უფრო დამშვიდდა

გული მწუხარი, თვალი სოველი.

 

1968