Litclub.ge

გოდერძის შემდეგ ადიგენია...

გოდერძის შემდეგ ადიგენია,

სხალთის შემდეგ კი ძველი ზარზმაა,

აქ ვგრძნობ, ქართველი კაცის გენია

თვით დაპყრობითაც კი არ დამზრალა.

აქ ვგრძნობ, ვერა დროს ვერ გაუთიშავს

ჩვენი ბედი და ჩვენი კუთხენი,

ეს იმას ნიშნავს, ეს იმას ნიშნავს

აქ კვლავ ჩვენ ერთად მტერს დავუხვდებით.

ჩანს, ისტორია აქ არ თავდება

და ეს ფოთლებიც გრძნობენ გუმანით,

ბედნიერების დღე მობრძანდება,

მაღალი, როგორც აბასთუმანი.

გოდერძის შემდეგ ადიგენია,

სხალთის შემდეგ კი ძველი ზარზმაა,

აქ ვგრძნობ, ქართველი კაცის გენია,

რომ დაპყრობითაც კი არ დამზრალა.

 

1988