გადათოვლილო ტყემლებო,
აპრილით გადათოვლილო,
შორიდან შემოგევლები,
ყანაო, მამის მოვლილო.
ამ გაზაფხულზე ზღვაშია
ჩემი ყანაც და ხეხილიც,
ხშირად გავალ და გავივლი
ტიალ გემბანზე გლეხივით.
იების თქეში მწყურია,
კორდზე _ კვიცების ჭენება...
სხეულში ჩამაწურვინა
ბუნების მთელი მშვენება!..
1974