Litclub.ge

ქარმა შეარხია რტოი ძეწნისაი
მოჰყავთ შუშანიკი ტანჯული, გვემული...
ფოთოლნი ტირიან ოქროსფერისანი...
ნისლებს ეფარება ცაი დიდებული,
ქარმა შეარხია რტოი ძეწნისაი.
მთათა მოიხადეს გვირგვინნი მეფურნი,
თვალთა სხივი მოსწყდა ელვარებისაი...
ტირიან, მოთქვამენ `დედანი ზეპურნი”,
ტირიან ყვავილნი ცხარედ ველისანი...
მარტვილს მოაცილებს ქარი მგლოვიარე,
კრძალვით კარს უღებენ ძალნი ზეცისანი...
როს `ვითარცა ცოფი, ბდღუენდა პიტიახში”,
ქარმა გადახარა რტოი ძეწნისაი...
_ ილოცვიდეთ ჩემთვის! _
უთხრა მტირალ ხალხსა...
ხენი თავებს ხრიან ძაძით შენამკობნი...
მოკვდა შუშანიკი თუესა სთულისასა
და ცხოვრებას მისას წერდა იაკობი...