Litclub.ge
* * * "ჯოჯოხეთურმა დამწვა სახმილმა"
ჯოჯოხეთურმა დამწვა სახმილმა,
ვით ბრმა დავრიში მიუსაფარი,
ეს წიგნი არის ჩემი სახლი და,
სიკვდილის შემდეგ ჩემი საფლავი!
ბედშავს ყორანი გულ-ღვიძლსა მძიძგნის.
უღვთო ტკივილი მამუნჯებს პოეტს
და მაინც სისხლით დავწერე წიგნი,
და ამ ერთადერთ საუნჯეს ვტოვებ!