Litclub.ge

ო, რა თბილია
მუხლებს ძალა და სითბო წაერთვა,
გულმა დარეკა სარეკელათი,
რომ დაინახე ძირს მოწამეთა
და წამოგადგა თავზე გელათი.
რაც თქვი და ვერ თქვი, მაინც იტყოდი,
ჯამში ჩაწურულ სიტყვას ელევი.
სული სავსეა თაფლის სიტკბოთი,
ტანში დადიან ჭიანჭველები.
წყალწითელაა ცა საცქერალად,
მისი სიწითლე ვის სჭირვებია.
დიდი ქვევრია მთა ნაქერალა,
ირგვლივ გორები ჭინჭველებია.
თუ დაწვა არი, მიდი, დაიწვი,
მთელი მიდამო (ვის ეჩოქები)
გაჟღენთილია წვიმით და ხიწვით,
აყალოიან წითელ დოქებით.
რატომ ვიყავი ასეთი ცუდი,
რატომ ვიყავი ასეთი ცუდი.
ო, რა თბილია მშობელი ბუდე,
ო, რანაირი სურნელი უდის.