Litclub.ge

ვარძიის ექო
აქ ლურჯი ზეცის მიყვარს ყურება,
აქ იდუმალი დგას მზის ტაროსი...
აქ ერთი წყარო მეჩურჩულება:
_ მე სტრიქონი ვარ "ვეფხისტყაოსნის."
კლდეზე მივყვები დახლართულ ბილიკს _
უხსოვარ დროთა ბედით დალოცვილს...
ყელზე მეხვევა ნიავი დილის:
_ მე სუნთქვა ვარო "ვეფხისტყაოსნის."
კლდეები დგანან, როგორც ვეფხვები,
ველი წევს ვარდთა თეთრი სამოსით...
მტკვარს მათი ხმები მოაქვს შხეფებით:
_ ჩვენ ფურცლები ვართ `ვეფხისტყაოსნის.~
კრძალვით და რიდით ვარძიას აველ,
(ვერ მოვიშორე ფიქრი ტაოსი)...
ვ_ა რძიის ექო მოედო მთა-ველს:
მე ძარღვი ვარო "ვეფხისტყაოსნის..."
ამაყ მთებსა თუ თავმდაბალ ბუჩქებს
ვხვდები ლომგულთა ბედის წყაროსთან,
და ვით ღაღადისს, ვით ლოცვას უჩვევს, _
მე მათგან ვისმენ "ვეფხისტყაოსანს."