ვერ მიცნა ჩემმა სწორფერმა, ქალამ ჩემ დროსამ, ხნისამა:
_ რამ დაგაბერა? _ ის მითხრა: _ ბიჭო, მზემ ჩემის ძმისამა?
_ ჩემ დაბერება, ქალაო, წელმა ქნა სამოცისამა,
სამოც-სამოცჯერ მოსვლამა გაზაფხულისამ, სთვლისამა,
ოცდაერთათას ცხრაასჯერ ცაზედ ამოსვლამ მზისამა,
გაფრენამ სიზმარივითა შვიდას ოცისა თვისამა,
ჩემზედაცა ქნა ბოინი მსაჯულმა სიცოცხლისამა.
საოცრად ადიდებამა როშკას ფონთანას წყლისამა,
დიდის ნიაღვრის მოსვლამა, წაღებამ წისქვილისამა,
წისქვილთან ერთად წაღებამ მამაჩემისამ, დისამა,
წყლის წაღებულის ძევამა, ვეღარ მოხელვამ მკვდრისამა,
ვერ დაიჭირის სიკვდილი გზა-შარამ სიალნისამა,
ჩვენად ჭირად და ბოროტად დალოცვამ ცხენოხრისამა,
ურჯულოსავით ნაქნარმა მაშინ ჩემ დედიძმისამა,
ოფლ-შრომამ დედაჩემისამ, შეძენამ მამულ-წყლისამა,
მამულ-წყლის გამაისობით გაყიდვამ ტალავრისამა,
აიმის დაფასებაი არვისგან არავისამა,
ყოფამა სიდუხჭირითა, სიმწარემ სიობლისამა,
მრავალჯერ ფეხის დადგმამა თავისისამ და სხვისამა,
სრუ მარტუაის ყოფამა, არვისგან ჭერამ მხრისამა,
როცა ვერ ვიყავ ვაჟკაცი, მაშინ სიმრავლემ მტრისამა,
მტერ-დუშმნის სახლში შევარდნამ, დედისად მოჭრამ მხრისამა,
ვერ ვიყავ სრული წლოვანი, ამაშინ შაბმამ ხმლისამა,
სიკვდილის გადაწყვეტამა ფხიზლისამ, განა მთვრლისამა?!
დედის დამჭრელის აკუწვამ, ნალესის ფრანგულისამა,
ჩახჩუხით მირგვალთ მოვლამა ვაჟიათ წინგარდისამა;
გიორგიობის ღამემა. ღულს ხიდმა ჭიგანისამა,
ჩემზე ძლიერის მტრისადა ორ-სამჯერ შაკვრამ გზისამა;
შეცდომამ ჩამომაბერის, სიბრმავემ სიბალღისამა,
არაის ძალისტანებას ერთ დროს არ ლოცვამ ჯვრისამა,
მაშინ ჩემ უწადინოდა, თან წაქეზებამ სხვისამა,
დიდგორ დღეობის ჩაშლამა, ვერ შეყრამ თემობისამა,
წვერს ვეღარ წასვლამ ტოლათამ, ვერ რბოლამ ცხენებისამა,
ჩამოხსნამ ბეღელზეითა ზარისამ სარეკლისამა,
დიდგორის გორის ატკრეცამ, ჯვარისამ, ჯვარისკრისამა;
გაღმროშკას, ქარჩისკალოსა ბეღლისკარ მოჭრამ ხისამა,
გუდანის-ჯვრისად დახვედრამ, კინაღ ჭრამ მედროშისამა;
ამაგან ჩამომაბერის, ჯავრმ ვერაბევრად მტრისამა;
მტერს მტრულად უსწორდებოდი, ჯვარის წყალობამ ღვთისამა.
თან გამიმრავლის დუშმანი პირში თქმამ სიმართლისამა,
ერთგულის გაორგულებამ, აყოლამ სხვა და სხვისამა,
ჭაბუკობის დროს Eღალატმა ქალისამ ლამაზისამა,
თავზე ასრიგის გადავლამ ჭორისამ, საძრახისამა,
მეკვლეში გამასაესა ღამემა ახალწლისამა,
ცისკარგახმაის ნახვამა, ხანმა ერთ მინუტისამა,
დანატვრის ვეღარ მოსწრებამ, ჩქარა გაკურნვამ ცისამა;
ზამთრის ქარ-ბუქვის გუგუნმა, გრიალმა ზვავებისამა,
ზაფხულის სილამაზემა, სიმრავლემ ყვავილისამა,
მთიბელში მჯობინობასა ელვამა ცელებისამა,
ფხიტუს ფხვრიალით რბოლამა ცხენისამ ნაქერლისამა;
ბექ-ბუქის გაერთფერებამ, ნათობამ ნალებისამა,
დილით შურთხების სტვენამა, ღამით ყმუილმა მგლისამა,
კლდის ეხში შამოცინებამ ჯიხვთ წყემსა ქალაისამა,
ჭაუხში ღამის თევამა, მიყოლამ ჯიხვებისამა,
ზატვრის ხელფიცხად ტრიალმა, ხმარებამ შაშხანისამა,
ერცხვისად შამახეთქებამ ჩრდილისად მზისპირისამა,
შუა ღილღომდე ჩასვლამა ხევსურის თოფის ხმისამა,
ხარლაღის გაგორებამა, ჩაჯახჯუხებამ რქისამა,
არწივის ჩამაქროლამა, წაღებამ წილ-კერძისამა;
ქისტეთ ოძიკში მისვლამა, ზე მთვარის დგომამ მცხრლისამა,
ბზესავით ტყვიის მოშლამა, კივილმა ქისტებისამა,
მიმდგარმა დასწრობაზედა ბაგბუგმა ნაგნებისამა,
წინითი გამოფშვნეტამა, პირქერა წვრილმაღლისამა;
შაღებვამ ჯიხვის სისხლითა მაგ ტანიურის ტბისამა,
მხრებამდი ტბაში შესვლამა, შაჩქვეფამ სიმურისამა,
ტბაშიით გამოტანამა მოკლულის ჯიხვ-მოზვრისამა;
ჩამომაბერის ტიალმა ქროლვამ გრილ ნიავისამა,
კალატის წვერზე შასმამა ყინულიანის წყლისამა;
თვალთა სინათლის მოკლებამ, ჩამოყრამ კბილებისამა;
ვერნახვამ სიკვდილის დღესა დიაკონთ გიორგისამა,
იმისგან თვალით ჭერამა ჩემ მისავალის გზისამა,
ჩემგან ვერ გამართლებამა ნაქონის იმედისამა;
ჩაქრობამ, ჩანაცრებამა ყველა ჩემ მეგობრისამა,
ჩემ დროში გადაქსაქსვამა ნარჩევის ქალ-ვაჟისამა,
ჩემ მარტუაის დარჩომამ, ჩამოთეთრებამ თმისამა;
კაის დროების წასვლამა, ვერ მოსვლამ უკეთისამა.
ჩამომაბერის ჩონგურმა, გათლილმა ვერხვის ხისამა,
თავბერაულის გათლილმა, ტოლხეშათ მიხაისამა,
ერთ დროში ხელში ნაჭერმა უთურგათ ჯურხაისამა.
სიზმარში მკითხის ამბავი ლელამა გაბურისამა,
მკვდარმა, ვერდავიწყებულმა ორმოცდაორის წლისამა,
კელაპტარივით ჩაქრობამ ჭრელების თვალებისამა,
ბარუქას დაბინავებამ, გაწირვამ არხოტისამა.