გერონტი ქიქოძეს
შენი ცხოვრება, ჩუმი და წყნარი,
ქარიშხლის შხუილს გაეხმაურა.
აღზევანს ავა მარილზე ხარი
და სიკვდილთანაც მივა ხარულად.
აქ ისევ ისმის გალობა შაშვის,
ნისკარტით სიტყვა უჭირავს შენი.
შადრევანს აფრქვევს ციური ბავშვი,
ეჩურჩულება მას ლანდი ბრძენის.
ეღიმილები ახლაც ქიაჩელს,
ლეოს მალი-მალ ცრემლი ერევა,
კვლავ ძმაკაცურად არ გაგიანჩხლდეს, _
შეჩვეულია შენს მოფერებას.
სიტყვათა კონას შეხსენი ულო
და მიაყარე მამულის ლამპარს.
ვაგლახ, ჩაუქებს არ ექართულოს
შენებრ ქართველი და ბრძენი პაპა!@
ჭეშმარიტების მაჩინს და უჩინს
შეახე ხელი, ნახე სანთლები.
მოდიხარ ისევ მაჩაბლის ქუჩით,
პატარა ბაღში შემობრძანდები.
სუროს ნიავი შეარხევს წყნარი,
შაშვიც აქ არის, არ გაპარულა.
აღზევანს ავა მარილზე ხარი
და სიკვდილთანაც მივა ხარულად.