ქრება სიცოცხლე შორეულ ცის ქვეშ
ზემოიმერელ წერეთლის ქალის...
_ ო, შემახედეთ ქართული ცისთვის,
შემომასხურეთ ყვირილას წყალი!
რაო, მკურნალმა, _ სენს რა ჰქვიაო?
ძალა წამერთვა, ვეღარ ვერევი...
_
უბრალოდ... მხოლოდ...
ნოსტალგიაო...
_ მოურჩენელი, მოურჩენელი...
სად აფრენილი ფრთას საით ვკეცავ,
ჰეი, სად ვკვდები წერეთლის ქალი,
წამით მაჩვენეთ ქართული ზეცა!..
შემომასხურეთ ყვირილას წყალი!..