ჩემო ტკბილო მეგობარო,
შენი ნახვა მენატრება;
ჩემო ტკბილო მეგობარო,
გული რაზე გიღონდება!..
კიდევ მოვალ, კიდევ გნახავ,
გულს მედება სინანული.
შენ ვარდები გიკრეფია,
მე კი შენი სიყვარული...
ყოველღე და ყოველღამე
გულს დარდები ეტანება.
შენთან მინდა სიკვდილამდე
სიცოცხლე და ნეტარება.
შენთან მინდა ტრფიალებით
სიხარულის ცრემლი ვღვარო.
ჩემო ტკბილო მეგობარო,
გაფურჩქნილო, დაუმჭკნარო!
რა ხანია, მე შენს სახეს
ვუმზერ, მზეს რომ ედარება,
სიკვდილამდე შენთან მინდა
უდარდელი ნეტარება.
დაგეძებ და სად ხარ ნეტავ,
ახლაც შენზე ვდარდიანობ.
ნატვრის თვალად გაჩენილო,
გოგოვ ბაგევარდიანო!..