Litclub.ge

სიკვდილის სონეტი

ძილში რომ მოვკვდე, ბალიშების იალბუზიდან

დავეცე მიწას _ საგანგებოდ დაბამბულ ტალახს,

ანდა მივემსხვრე კლდეს, პიტალოს, რომ ვიგრძნო ძალა

გაბრაზებული და ურითმო, მამალი მუზის,

იგი, მოზარე ერთადერთი, ჩემს კუბოს უზის,

მიქარწყლებს წყობილსიტყვაობას და სანთელს მიქრობს,

მთელი სიცოცხლე ვიარსებე ურითმო ფიქრით,

ბოლოს გავგიჟდი, დავიკიდე ზარები ყურზე,

ვდიე მუსიკის კილომეტრებს და დავიზავე

ნაკლები სმენით და მომინდა სიკვდილი _ ძილი,

მაგრამ ვინ მომცა, როცა ვდგავარ, როგორც მიზანი

კიბოს წითელი მარწუხების, ტვინში გაჟონვის,

როცა გავწიე და გავტეხე ყველა საზომი,

ამღერებული ჯვარედინად ვერ ვთქვი ტყუილი...