Litclub.ge

გრძნობისმიერი სონეტი

მე ვეძებ სიტყვებს, იმ ზმნისა და საგნის შემფერავს,

რომელსაც გულით დაინახავ და არა თვალით,

როგორც გუნდები ზარის თავში და თოვლზე ალი,

უცნაური და ხმამაღალი ფიქრი მესევა.

მემსახურება, წყურვილს მიკლავს და მახრჩობს წყალი,

მე იგი მიყვარს, მის მკლავებში წოლას ვესწრაფი

და გადამასხა მიწიერმა კაცმა ქეძაფი

და მხოლოდ გულში დამიტოვა ორივე თვალი...

თუ შეუძლია ახლა ვინმეს ღალატის გამო

ქეძაფის შესხმა, თუ აყვება ვინმე გულისთქმას

და დაინახავს მხოლოდ გრძნობამორეულ ქალებს,

კაცებს, ისეთებს, რომ კვდებიან მათი გულისთვის...

ცა ლაჟვარდია, მზეა ოქრო, ქვავდება წამი,

ორივე თვალი დამევსოს და ვხედავდე ამას!