Litclub.ge

ახალი ცხოვრება

რა გაეწყობა, გაიმყარე ნიღაბით ფესვი,

დაგმე ლექსები, აღარ სჯიან სიკვდილით ქალებს,

ოქროსფერია ჭორფლის პუდრი და ჩაის წყალი,

რაღა პირბადით გინდა მოკლა ცხოვრების წესი?

როცა აქვეა რეკვიზიტი, ხელშესახები _

თავში კეტივით ალისფერი მარშების აცმა,

როგორც ზაფრანა ეწირება წუთიერ საჭმელს,

ისე ჩამარხეს ყვავილებში შენი სახელი...

ყველა ნაცნობი, კიდევ უფრო, თანამზრახველი

ზოგი მკვდარია, ზოგი ფეხქვეშ გათელილია,

ვიღაცამ წიგნი ვერ გაყიდა, გიჟად შერაცხეს,

ძველი თიხიდან მოიზილა რასა ახალი,

რომელსაც ლაფში ავლებენ და დიდხანს რეცხავენ

და ჩემზე უფრო საცოდავი ჩემი შვილია...