მე დავბრუნდები, ზღაპრული ფრთებით,
წვიმისფერ ქალაქს დავხედავ ციდან.
მერე რა მოხდა ამ ახირებით,
თუ სხვა სივრცეში გაფრენა მინდა.
მოვივლი ბავშვურ ოცნების მხარეს,
ავედევნები იისფერ სურვილს ,
მე დავბრუნდები, მე მოვალ მალე,
როცა გაფრენით მოვიკლავ წყურვილს.
მე დავბრუნდები,მაგრამ ფრენისგან,
ფრთები, ო, ფრთები მტკივა ძალიან,
ჩემთან გაფრენა შენც თუ გეღირსა,
ვიცი, რომ ესეც ჩემი ბრალია...