Litclub.ge
ათი ოქტომბერი
ყვითელი ფოთლები პეპლებია,
და ქარში
მხრებზე მეკვრებიან.
ერთი ამოვარდნაც შესძლებია
ყუნწზე მოქანავე ამ გულს...
ვარ ჩემი შემოდგომის გენერალი,
ვიბარებ
ფოთოლცვენის აღლუმს.