Litclub.ge

ოდა ოდას !
მე რაც ახლა მაბადია, ან აქამდე რაც კი მქონდა...
მირჩევნია ნაბადივით გათელილი ძველი ოდა...
იმ ოდაში სხვანაირი სიყვარული ნადიმობდა...
და ბაბუას მარანივით, მხიარული იყო ოდა...
ბაბაჩია მერეკელა, ვარსკვლავებით იცინოდა...
ბარბანჩია იყო კერა და გულთბილი ჩემი ოდა...
ბირკული რო ბირკულობდა, ბოკონი რო ბოკონობდა...
სიბერითაც დიდგულობდა და როკივით იდგა ოდა...
სხვანაირი წვიმა წვიმდა, სხვანაირი ქარი ქროდა...
იმ პატარა აივნიდან, თვალი ცისკენ გამირბოდა...
დაბზარული კრამიტიდან ალიონი იღიმოდა...
ჭირვეული ამინდივით მოქუფრულიც მახსოვს ოდა...
წლებისაგან ფერწასული, ჟამმა აღარ შეიცოდა...
იმ ოდიდან მე წარსულის მონატრება მეძახოდა...
ის სიმღერაც ყურში ჩამრჩა: ,,ჰოუ, ნანა, ჩქიმი ცოდა~...
სადღა არი ჩამიერი, ბაბუშული ძველი ოდა...