დაკრძალვიდან 20 წლის შემდეგ
ვაჟას ნეშტი გადაასვენეს მთაწმინდაზე.
ნეტავი იმას, ვინც შენი
ნაცვამი მიწა მოირგო.
ვინც საიქიო ქორწილში
შენი საფლავით მოირთო.
შენი ნამყოფი სამარე,
ვინძლო, საყდრადაც იგულა,
შენზედ ნამთხვევი შავმიწით
ბნელეთი მოიმზიგულა.
ალბათ, სიცოცხლემოხდილი
სიკვდილმა სათნოდ დაინდო,
შენზე ნატოლი ბელტები
გულზე ხატივით დაიდო.
ხომ იმავ დღეს მოკვდებოდა,
რომ მისცემოდა ნიშნადა,
ვის საბრძანებელ საფლავში
ელოდა ჩაშლა ქვიშადა.
იქნებ, ვერც მიხვდა, იმ ხნარცვში
ვისი სულის მზე ესვენა,
იქნებ სიკვდილი, ბედნიერს