დილა მშვიდობისა! ჩემო მეგობარო,
ღამემ მოტკბოსავით სიტყვა დამაწია,
მერე მიბრუნდა და მისი დაშვებული
ვარსკვლავმიხატული ფარდა გადასწია.
დილა მშვიდობისა, ჩემო მეგობრებო,
ბევრი ღიმილი, ბევრი აღტაცება...
აღარ დაიზაროთ, როგორც ჩემმა ღამემ,
თქვენი სიხარულის სხვისთვის გადაცემა.
მგონი არ სჭირდება ღიმის მიგებებას
ფერის ცვალება და სულთა გრადაცია,
ქალი დაინახო? თვალით მიეფერე,
კაცი დაინახო? თქვი, ო, რა კაცია!
და დღე ჩამოდგება დღეზე უკეთესი,
სულში ჩაგვეღვრება სუნთქვის გავარდება,
შენი მოსალმება ზეცას მიაწყდება,
ზენიტთან გამზევდება და არ დავარდება...
დილა მშვიდობისა! ჩემო მეგობარო,
ღამემ ჯადოსნური სიტყვა დამაწია,
მერე მიბრუნდა და მისი დაშვებული
ვარსკვლავმიხატული ფარდა გადასწია.