Litclub.ge

შენთვის
დღეს შენი დღეა... და ამიტომაც
მე ვერ დავრჩები შენთან უბარი...
თუმცა ვერ შედგა ჩვენი თანხმობა _
ვერც _ დიალოგი, ვერც _ საუბარი...
ჩემი სიჩუმის წამიც დამდგარა,
არაფერს შევცვლი...
იყოს, რაც არის...
მე საშიში ვარ ახლა, რადგანაც
გადამდები ვარ, როგორც ხანძარი.
ვერ მოგიბეზრე...
შენი დუმილით
ისევ მოვქარგე ჩემი ცხოვრება,
ვერ ამოგაშრე და ყველა სიტყვა
ლექსებში ისევ მევიწროვება.
შენ ამ სიტყვებსაც,
როგორც ყოველთვის,
არ დაიჯერებ, მტანჯავ ეჭვებით...
მე კი არ ვიცი, რატომ და რისთვის,
მაგრამ ვერასდროს გადაგეჩვევი...
დღეს შენი დღეა და ფურცელს ვავსებ,
ანდა, უბრალოდ, შენთვის ვარაკობ...
დღეს შენი დღეა და მინდა ასე
გათენებამდე გელაპარაკო...