Litclub.ge

ეს სიმძაფრეა შენი შეგრძნების
ნაკვთებზე გრძნობა ისე აწყვია,
ისე ატყვია თვალებს დახვეწა,
რომ ამ სიტურფეს ვნების ზღვა ჰქვია
და ბერად მინდა შენში აღკვეცა.
მინდა გაგანდო, როგორ ვილოცებ
და გითხრა ის, რომ სულში ქარია
და თუ ავტირდე, ნუ გაიოცებ,
ეს ჩემი გრძნობის ნიაღვარია,
ეს სიმძაფრეა შენი შეგრძნების
და სურვილია დაუცხრომელი,
რომ მაგ წამწამთა გაშლილ ძეწნების
სველ ჩრდილთა ვიყო მარად მდომელი.
და თუ შეგეხე, თუ მოგანათე
ამ ჩაუქრობელ ცეცხლის ხურვება,
გთხოვ, ნუ უარმყოფ ღამეგანათევს,
რომ შევძლო შენი მზის დაურვება
და აგიხილო ის უსასრულო
და უსაშველოდ თბილი თვალები,
ახლა რომ ნაბავ, ღმერთის ასულო,
და არხევ ქალურ აკანკალებით.