Litclub.ge

თუ მოგენატრო
წვიმს,
ყველას ჰყოფნის სევდა თავისი,
ისე არავის ტოვებს ტიალი..
მაგრამ ხომ არის აპრილ-მაისიც _
დრო სიყვარულის და ხეტიალის,
დრო, როცა ნუში ჰყვავის საყვარლად,
დრო, როცა მღერის თხმელის
ტოტებიც...
თუ მოგენატრო, ისევ აქა ვარ,
ისევ მარტო ვარ
და გელოდები.