Litclub.ge

(ი)ე(ო)ლ(ა)სიუს
თენდება.
სოფელი დრეზდენი.
ვკრეფ ქვაფენილზე დაყრილ მონეტებს.
ოთხი დღე გავიდა ორიდან სამამდე-
მე,  უკვე ზრდასრული 
ან, უკვე ბებერი.
საათმაც გაჭედა,
ქუჩებში საცობი.
ელმავლის ბოლოა დღეისთვის რეისი,
იჩქარე-
გაჰყევი დაორთქლილ ცენტრალებს.
დაკეცე, ჯიბეში ჩიწყვე ქუჩები
იარე.
მე უკან მივყვები
ალისფერ ლამპიონს-
უშენო დრეზდენს,
ელბას სანაპიროს შიშველი ფეხებით.
ჰაერში პლიუსი -
ერთიდან ორამდე გაზაფხულცელსიუსი.