Litclub.ge

* * * "თვეებს რიცხვები"
თვეებს რიცხვები ამ სეზონმა
ისე ჩამოხსნა,როგორც დარაბა
დალუქული უმინო ფანჯრებს.
ხუნდებს მოათრევს გაზაფხული
ქუჩის ბოლოდან და
ისევ ვსხდებით სველ რაფაზე- 
ფეხებით გარეთ.