Litclub.ge

კუ
ეს იყო დამშრალი ქალაქის განაპირა მხარე,
ქუჩა, ცალი მხარიდან ტროტუარით,
გზა, ნარინჯისფერი ღერძულა ხაზებით-
მარცხნიდან მოძრავი ავტომობილებისათვის,
მარჯვნივ- უძრავი, სტატიკური ველი სადაც
გადარბოდნენ ადამიანები :
ცალი ფეხით შიშველი ქალები, რომელთაც ხელში
ეჭირათ ზონარაწყვეტილი სანდლები
(არც ერთ მათგანს ბროლის ქოში);
თეთრ სახვევებში შეფუთული ბავშვები-
შეხსნილი თასმებით,
ხელჩაკიდებული ჭაბუკები, 
რომლებიც ცდილობდნენ ერთმანეთისათვის თვალებით გაეღიმათ.
უნებურად მათ უჩანდათ კბილები
და თვალებს ხრიდნენ ძირს.
მე მინდოდა გადაჭრა ქუჩის,
მაგრამ არ იყო გზა-
იყო მხოლოდ შუქნიშანი შვიდი ფერით,
რომელიც იდგა ქალაქის თავზე
და ენთო ფერი მეწამული.
და შემეშინდა.
მინდოდა შეგვშინებოდა ჩვენ.
ვგრძნობდი,
როგორ ვვარდებოდი საკუთარ ტერფებზე შემდგარი
და მოვგავდი ხის მოქანავე ცხენზე ამხედრებულ ყრმას.
მერე მე დავინახე მდინარე, რომელიც გადიოდა ჩემგან-
რომელიც შემოდიოდა ჩემში.
და ვიყავი საკუთარ კალაპოტში დახვრეტილი დელტა.
ჩვენ ყოველთვის ვიცოდით როდის იყვნენ კუები ბედნიერი,
რადგან მხოლოდ მე შემეძლო მათ სახეებზე ღიმილის წაკითხვა.