Litclub.ge

ია-სამანი
გზის პირას დაგელოდები _ სახსრებში გადალეწილი,
ფერებს იოლად ვერ დავთმობ, მზისგან ვარ გამოძერწილი;
ვიდრე დავმჭკნარვარ უსულოდ, გამომისყიდე, წაწალო,
იქნებ, მე და შენ იმ ერთ ქალს სასწაულები ვაწამოთ?!
ია ვარ, ია _ სამანი, სიცოცხლისათვის მიჩუქეს,
ჩემი სხეული გზის პირას ჩემგან ტკივილებს იშუშებს...