Litclub.ge

* * * "ეს მერამდენედ"
ეს მერამდენედ შევწყვიტე ლოცვა,
ვერ მოგიყარე მუხლი, უფალო...
ვერ დავუძახე სიყვარულს ცოდვა,
რომ შეშფოთებით შემოგმუდარო.
ეს სინანული მზის სიზმარია:
პალმის რტოებად გაშლილა სული...
ამ სინაზეში ვის ეზმანება
დღე _ მცივანა და ფერგადასული?