Litclub.ge

გაზაფხული
გაზაფხული მახარა
პაწაწინა ენძელამ...
სად ხარ, ჩემო შავთვალავ,
უშენობა მეძნელა.
ყველამ გული გაშალა, _
კვირტმაც, ვარდის კოკორმაც,
შენც ეს გული პატარა
გახსენ ჩემო გოგონა...
ყვავილების თოვლია,
ავაყვავოთ ფიქრებიც,
როგორც ზღვა და თოლია,
მუდამ ერთად ვიქნებით.