Litclub.ge

სად შეიტყორცნა ჩემი ოცნება?
თუ შენი გული არ მემოწმება,
თუ ვერ ავაგე წმინდა ტაძარი,
სად შეიტყორცნა ჩემი ოცნება _
ციცნათელების ცეცხლზე დამწვარი?

ვის გავეკიდო ახალ ძახილით,
რომელ ჯადოქარს, რომელ სირინოზს,
სულის ჩაჭრამდი ჩამწვას სახმილით,
გული სიშმაგით გამაწირინოს!

თუ შენი გული არ მემოწმება, 
თუ გულში წარღვნა მე ვერ დავძარი,
მაშ, სად შევტყორცნე ჩემი ოცნება _ 
ციცნათელების ცეცხლზე დამწვარი?