Litclub.ge

ფისო ხვთისოს ჩანთაში
მასწავლებელს ეცინება
და ხმაც უცინისო:
_ჩანთა ასე გაბერილი
რატომა გაქვსხვთისო?

ხვთისოს თავი დაუხრია,
იყურება ძირსო
და გაისმა კლასში ხმები:
_ფისო უზის,ფისო!

აი,გახსნეს ხვთისოს ჩანთა
და იქ,წიგნის ძირსო,
იწვა თვალებმინაბული,
პაწაწინა ფისო.

რა ქნას ხვთისომხუჭუჭა თავს
უფრო დაბლა ხრისო,
მასწავლებლის ჩრდილს უყურებს,
აქსუტუნებს ცხვირსო.

მასწავლებელს ეცინება
და ხმაც უცინისო:
_ცხოველების სიყვარული
კარგი არის,ხვთისო!