Litclub.ge

ქარი და ღრუბელი
– რა გატირებსმითხარი,
პაწაწინა ღრუბელო
აცა-ბაცა დადიხარ,
როგორც ცხენი უბელო
– მინდოდარომ მენახა
ეს ქვეყანა მაღლიდან.
კიდეც ვითამაშებდი,
განა რამე დამღლიდა.

მაგრამ დედა დავკარგე,
ცაზე არსად არ მოჩანს.
სადმე ხომ არ გინახავს,
ასე რატომ ჩამომრჩა?

– განა დედაშენ თვითონ
დაკარგულხარღრუბელო.
დამაცადეახლავე 
ძლიერად დავუბერო.

გაგაქროლებ ლურჯ ცაზე,
ერთად გავშლით იალქნებს,
ქვეყანასაც ნახავ და
დედიკოსაც მიაგნებ!