Litclub.ge

ლუკას რუკა
მოუტანა მამამ ლუკას

საქართველოს დიდი რუკა.

უთხრარამდენიმე ფერით

აქ ხატია ყველაფერი.

დაიხსომებიოლია, –

თეთრად – კავკასიონია,

ლურჯი ფერით – შავი ზღვა და

ტბებიწყლები დაიხატა,

მწვანედ არის დაბლობები,

ყავისფერად – დიდი მთები,

ეს წრეებიეს ლაქები –

სოფლები და ქალაქები.

გადასწია თავი უკან

და უცქერის რუკას ლუკა.

თვალი კარგად გააყოლა,

მერე მკლავი დაატოლა,

გააკეთა ბოლოს დასკვნა:

– არ მჯეროდამაგრამრა ვქნა,

მართალიააბა რაა –
საქართველო პატარაა!