Litclub.ge

ბედის ვარსკვლავო
ცაზე ციმციმებ,
ვარდისფერო ბედის ვარსკვლავო,
გაზაფხულივით მომენატრა ღიმილი შენი,
ო, როგორ მინდა ხელი წუთით მაინც შეგახო,
ო, რა ხანია გელი.

ბედის ვარსკვლავო,
შემომხვიე თბილი მკლავები,
ჩამოიშორე იისფერი ღრუბლების ფარდა.
ჩუმად მითხარი, სად იყავი გადაკარგული,
ვინ შეგიყვარდა?..

ბედის ვარსკვლავო,
ვარდისფერო ბედის ვარსკვლავო,
ცაზე ანათებ შორეული და იდუმალი.
იქნებ ჩემსავით სიყვარულმა გატკინა გული,
ჩუმად მითხარი...

ბედის ვარსკვლავო,
იდუმალო ბედის ვარსკვლავო,
ცაზე ციმციმებ საიდუმლო მარადიული.
ყოჩივარდები მენატრება თავდავიწყებით
და სიყვარული...