გარდაცვალება – საუბარია
მტვერის და სულის, მაგრამ ქადილით.
„განქარდი“ ამბობს სიკვდილი, სული
მიუგებს- „მე მაქვს სულ სხვა წადილი“.
სიკვდილს აეჭვებს– იმოწმებს მიწას,
მტკიცე არგუმენტს. სული კი ამ დროს–
არ სურს თითქოსდა კამათი დიდხანს–
გაიხდის თიხით შეკერილ პალტოს .