Litclub.ge

თუკი (მთარგმნელი: ქარდავა ფრიდონ (ქარდა ქარდუხი))
მოწიო უნდა თუკი ჭამა არ შეგიძლია
თუ არაფერი გვაქვს მოსაწევი:
წამოდი ბალღო
ძილს მივცეთ თავი

იმღერო უნდა თუ მოწევა არ შეგიძლია
თუ არაფერი გვაქვს სასიმღერო;
წამოდი ბალღო
ძილს მივცეთ თავი

მოკვდე სიმღერას  თუ ვერ შეძლებ უნდა უთუოდ
თუ არაფერი გვჭირს სასიკვდილო,
წამოდი ბალღო
ძილს მივცეთ თავი

ოცნებებს უნდა აჰყვე მაღლა თუკი ვერ კვდები
თუ არაფერი გვაქვს საოცნებო (წამოდი ბალღო ძილს მივცეთ თავი)