Litclub.ge

* * * "ვიცი, არსებობს" (მთარგმნელი: ქარდავა ფრიდონ (ქარდა ქარდუხი))

 

ვიცი, არსებობს სადღაც სხვა ზეცა
ყოველთვის სუფთა და მშვენიერი 
იქ სხვანაირი შუქი აქვს მზესაც
თუმცა სიბნელის გასდევს იერი

ოსტინ, დამჭკნარი ტყენი კი არა
ველნი კი არა, მუდამ რომ დუმან
იქ პაწაწინა ტყე არის ერთი
რომლის ფოთლებიც მწვანეა მუდამ

იქ არის ერთი ბრწყინვალე ბაღი
რომ ვერ დაამჩნევს ყინვა იარებს 
მის მარადიულ უჭკნობს ყვავილებს 
მესმის ფუტკარი ვით დაბზრიალებს

გემუდარები ჩემო ძამიკო

მოდი, ჩემს ბაღშიც  შემოიარე